saqarTvelos mdinareebi - ermaniswyali

ტერიტორიული ერთეულები ჯავის მუნიციპალიტეტი
სიგრძე 16 კმ
აუზის ფართობი 75 კმ²

 

მდინარე ჯავის მუნიციპალიტეტში, დიდი ლიახვის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 16 კმ, აუზის ფართობი 75 კმ2. იწყება ხარულისა და ერმანის ქედების შესაყართან, ერთვის დიდ ლიახვს სოფ. ზღუბირთან. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის მაის-ივნისში, წყალმცირობა - ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 3,16 მ3/წმ.